უხვმა ნალექმა გუდამაყრის ხეობის რამდენიმე სოფელს პრობლემები შეუქმნა

დუშეთის მუნიციპალიტეტში მოსულმა ძლიერმა ნალექმა გუდამაყრის ადმინისტრაციული ერთეულის-ბაკურხევის ექვს სოფელს პრობლემები შეუქმნა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, მდინარე არაგვის ადიდებამ საავტომობილო გზის დაზიანება გამოიწვია, რამაც სოფლები გარე სამყაროს მოწყვიტა.

მერიის ინფორმაციით, ბაკურხევის ექვს სოფელთან დაკავშირება ამ ეტაპზე მხოლოდ ქვეითად მოსიარულეთათვის არის შესაძლებელი, მდინარის ადიდების შედეგად დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზებიც, რის გამოც სოფლებს არ მიეწოდებათ ელექტროენერგია.

მათივე ცნობით, სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბესიკ ბიჩნიგაური, სადაც სტიქიის შედეგად დატბორილი ტერიტორია და დაზიანებული გადამცემი ხაზები დაათვალიერეს.

რწმუნებულის განცხადებით, წყლის დონის დაწევის შემდეგ ადგილზე დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები დაიწყება.

„წყალმა დააზიანა საავტომობილო გზა და მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები. შესაბამისად, 6 სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია. როგორც კი მეტეოროლოგიური პირობები მოგვცემს საშუალებას, დაიწყება დაზიანებული გზისა და ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოები. ამ დროისთვის სოფლებში ორი ოჯახი იმყოფება. მათთან გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია, რაიმე განსაკუთრებული საჭიროება არ გააჩნიათ“, - განაცხადა დავით ნოზაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა