ვარლამ გოლეთიანი - ორ სატვირთო მანქანას გავატარებთ და ისევ გადაიკეტება გზა

ორ სატვირთო მანქანას გავატარებთ და შემდგომ ჩვეულებრივად გადაიკეტება გზა - მადლობა ღმერთს, რომ დღეს არ მოხდა შეტაკება სამართალდამცველებსა და პროტესტის მონაწილეებს შორის, - ამის შესახებ რიონის ხეობაში, გუმათთან, სადაც „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქცია მიმდინარეობს, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ისინი ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან.

ის მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ ნუ შეიყვანს პროცესს ჩიხურ მდგომარეობაში.

“ორ სატვირთო მანქანას, რომელიც დატვირთულია, გავატარებთ. აქ ჩვენ მთელი ღამე უნდა გავატაროთ, აქ არიან ქალები ბავშვები, ამიტომ რომ არ მოხდეს რამე ინციდენტი შემთხვევით ამ ორ მანქანას გავატარებთ და ისევ გადაიკეტება გზა. რადგან ამ მანქანებზე ქვები აწყვია უსაფრთხოების მიზნით, რომ მერე რაღაც არ მოხდეს და სპეკულაციები ხდება ყოველთვის ამასთან დაკავშირებით ან არ გადმოვარდეს რამე, ამ ორ მანქანას გავატარებთ. ეს არ არის “ენკას” მანქანები ეს არის კარიერიდან წამოღებული ქვები, ანუ სხვა კომპანიაა, რომელიც გრანიტის მოპოვებას ახორციელებს ხეობაში”, - განაცხადა გოლეთიანმა.

მანამდე პოლიციამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, გზა გაეხსნათ და ავტომობილები გაეტარებინათ.

შეგახსენებთ, შსს-მ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, სოფელ ნამახვანის მიმდებარედ, რიონის წყლის დონე სასიგნალო ნიშნულს აღემატება, რის გამოც მიიღეს გადაწყვეტილება, ზონიდან კარვების გატანისა და მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანის შესახებ.

იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსის სულხან თამაზაშვილის განცხადებით, კარვების აღება მეტნაკლებად მშვიდობიან ვითარებაში მოხდა. სოფელ ნამახვანთან აქციის ორგანიზატორებს შესთავაზეს, რომ კარვებს პოლიცია სოფელ გუმათთან ჩაიტანს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა