ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეთა პროტესტი გუმათში გრძელდება, აქციის მონაწილეებს გზა ავტომობილებით აქვთ გადაკეტილი

ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეთა პროტესტი გუმათში გრძელდება. აქციის მონაწილეებს გზა ავტომობილებით აქვთ გადაკეტილი და ხეობაში შესვლის უფლებას მოითხოვენ.

მათი თქმით, თუ პოლიციელები ნამოხვანში შესვლის უფლებას არ მისცემენ, თავადაც არ გაიყვანენ ავტომობილებს.

ადგილზე ისევ არიან სამართალდამცველები, რომელთაც თავის მხრივ, ჯებირები აქვთ განთავსებული.

შეგახსენებთ, ნამოხვანში კარვები გუშინ აიღეს, რის გამოც ჰესის მოწინააღმდეგეების პროტესტმა გუმათში გადაინაცვლა. პარალელურად, მდინარე რიონში გრძელდება ახალგაზრდა მამაკაცის სამძებრო სამუშაოები.

იხილეთ ვიდეო: ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეთა პროტესტი გუმათში გრძელდება, აქციის მონაწილეებს გზა ავტომობილებით აქვთ გადაკეტილი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო