გორის მერიამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 31 პირს სავარძელ-ეტლები გადასცა

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 31 პირს სავარძელ - ეტლები გადასცა,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გორის მერიიდან აცნობეს.

ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლში მამუკა საღარეიშვილი, ორგანიზაცია ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის“ ხელმძღვანელი მაია კვეზერელი -კოპაძე და რეგიონული წარმომადგენელი თამარ მელიქია ესწრებოდნენ.

უწყების ცნობით, ბენეფიციართა შორის არიან ბავშვები, ამპუტანტები და სხვა ეტლით მოსარგებლე პირები. დამხმარე მოწყობილობის შერჩევისას მაქსიმალურად იყო გათვალისწინებული მათი ინდივიდუალური საჭიროებები.

გორის მუნიციპალიტეტის მერია ორგანიზაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის“ 2012 წლიდან თანამშრომლობს და ამ ხნის განმავლობაში ორგანიზაციის დახმარებით 200 000 ლარის ღირებულების სავარძელ-ეტლები მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 400-მდე შშმ პირს გადაეცა.

14.07.2025 / 09:02

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა