არჩილ თალაკვაძე - პარლამენტი დღეს კიდევ უფრო ძლიერია და ზედამხედველობის კუთხით უფრო მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს ფლობს

პარლამენტი დღეს კიდევ უფრო ძლიერია, - აღნიშნული შეფასება პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.

როგორც თალაკვაძემ ამ კონტექსტში პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, საკომიტეტო მოსმენები ბევრ ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე იმართება, რაც საზოგადოებას ყველაზე მეტად აწუხებს და აინტერესებს.

“სწორედ ეს არის შედეგი და ის განსხვავება, რაც საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ, პარლამენტის რეგლამენტის რეფორმამ მოიტანა. პარლამენტი დღეს კიდევ უფრო ძლიერია და უფრო მნივნელოვან ინსტრუმენტებს ფლობს ზედამხედველობის კუთხით. პარლამენტში გამართული საკომიტეტო მოსმენები საზოგადოებას აჩვენებს, რომ მეათე მოწვევის პარლამენტი ზედამხედველობის განხორცილებაშიც არის აქტიური და ეს აქტიურობა შემდგომ პერიოდში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ აქვე დასძინა, რომ ამ ფონზე მნიშვნელოვანია პროცესში ოპოზიციის ჩართვა. თალაკვაძის თქმით, ორი ოპოზიციური პარტია, რომელიც პარლამენტში წარმოდგენილია, სულ უფრო მეტად იყენებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმებს.

“ამ მექანიზმების სრულფასოვნად გამოყენებას ოპოზიციის ის წარმომადგენლობა სჭირდება, რომელიც საზოგადოებამ აირჩია. ჩვენ ღიად დავტოვეთ კარი, რომ საპარლამენტო საქმიანობას სხვა პარტიებიც შემოურთდნენ. ეს გახლავთ საზოგადოების დაკვეთაც, რასაც საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევაც აჩევენებს. ეს გახლავთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორენების ცალსახა მოწოდება, რჩევა და პოზიცია“, - განაცხადა თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო