სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათუმში, „სირცხვილიას“ ოფისთან დაკავებული ერთი პირის მიმართ სამართალწარმოება შეწყდა, ერთ პირს კი 500-ლარიანი ჯარიმა შეეფარდა

ბათუმში 3 აპრილს მოძრაობა "სირცხვილიას" ოფისთან დაკავებული პირების სასამართლო პროცესი გაიმართა.

მოსამართლე ირმა ტოგონაძემ სამოქალაქო აქტივისტის გენრი დოლიძის მიმართ სამართალწარმოება შეწყვიტა, ხოლო გიგა ნაკაშიძე 500 ლარით დააჯარიმა.

“ვთვლი, რომ შესაძლებელი იყო მითითებით ან გაფრთხილებით ამ ფაქტის განმუხტვა. საერთოდ ვერ გავიგე, რა საჭირო იყო მოქალაქეების გარეთ გამოყვანა. მე ვნახე ვიდეოები და სხვა ადამიანები უფრო არღვევდნენ ვიდრე ისინი, ვინც პოლიციამ დააკავა. არადა ბევრი სამართალდარღვევის ფაქტი ვნახე. მე ვიზიარებ ბატონო გენრი თქვენს პოზიციას, ვნახე რომ იცავდით მეუღლეს, მაგრამ არ დაგირღვევიათ კანონი. საერთოდ ვერ მივხდი, რა საჭირო იყო აღკვეთის გამოყენება”,- განაცხადა მოსამართლე ირმა ტოგონიძემ.

აღნიშნული გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს თავად გენრი დოლიძე, რომელიც სამართალდამცავებს 3 აპრილს მოძრაობა "სირცხვილიას" ოფისში ძალის გადამეტებაში ადანაშაულებდა.

ცნობისთვის, 3 აპრილს ბათუმში „კომენდანტის საათის“ გაუქმების მოთხოვნით აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები მოძრაობა "სირცხვილიას" ოფისში იმყოფებოდნენ, სადაც სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე 3 პირი დააკავეს. ერთ-ერთი ხელწერილის საფუძველზე იმავე დღეს გაათავისუფლეს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა