კომპანია „ენკას“ ოფისთან, სადაც „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები მივიდნენ, ხმაური იყო

გუმათში, კომპანია „ენკას“ ოფისთან, სადაც „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები მივიდნენ, ხმაური იყო. აქციის მონაწილეები ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ და კომპანიის გასვლას მოითხოვენ. „მონები"- სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.

მათ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა სიმშვიდისკენ მოუწოდა. გოლეთიანის თქმით, პოლიციამ თავად დაიწყო კამათი და ამით ცდილობდნენ, აქციის მონაწილეები წამოეგოთ პროვოკაციაზე.

აქციის მონაწილეები ამ წუთებში კომპანიის ოფისის მიმდებარე ტერიტორიას ტოვებენ და კარავთან გადაინაცვლებენ. როგორც მათ აღნიშნეს, კომპანიასთან მივიდნენ, რათა ეჩვენებინათ, რომ არ არიან აგრესიულები და მშვიდობიანად ცდილობენ გამოხატონ თავიანთი პოზიცია.

აქციის მონაწილეების განცხადებით, თუ საჭირო გახდება რიონის ხეობას აქციის მონაწილეები პარალიზებულს გახდიან.

„ბლოკირებული გვაქვს საავტომობილო გზა და არ გავხსნით მანამ, ვიდრე არ მოგვეცემა ნამოხვანისკენ გადაადგილების საშუალება. ჩვენ არ გვაწყობს სხვა ტერიტორიაზე აქციის გამართვა, გვინდა, რომ პროტესტი ისევ ნამოხვანში გაგრძელდეს. ამიტომ მოვუწოდებთ მათ, რომ ჩვენი მშვიდობიანი პროტესტი არ შეზღუდონ. თუკი ისე მოხდება, რომ გუმათჰესთანაც დაგვიშლის კარავს პოლიცია და დაგვარბევს, პროტესტი სხვა სივრცეში გადავა“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა