ფოთში, კორონავირუსის შემთხვევის დაფიქსირების გამო, ერთი სკოლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

ფოთში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების დაფიქსირების გამო, მე-12 საჯარო სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა, მე-7 სკოლაში კი წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდა.

საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის გოჩა ქორქიას თქმით,სკოლებში ინფიცირების შემთხვევებმა იმატა.

მისივე განცხადებით, სასწავლო პროცესთან დაკავშირებით შემდგომი განსახორციელებელი ღონისძიებები განათლებისა სამინისტროსთან შეთანხმებითა და ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციის საფუძველზე დაიგეგმება.

„მესამე საჯარო სკოლაში, კორონავირუსი ხელმძღვანელს და სამ მოსწავლეს დაუდასტურდა. ამ ეტაპზე, მხოლოდ ის კლასები გადავიყვანეთ ონლაინ სწავლებაზე, სადაც ინფიცირებული ბავშვები არიან და სადაც ასწავლიდა ეს ხელმძღვანელი. საუბარია, მე-5, მე-6 და მე-9 კლასებზე.

დღევანდელი მდგომარეობით სულ 7 სკოლაშია წერტილოვანი შეზღუდვები და მხოლოდ მე-12 საჯარო სკოლა არის სრულად დისტანციური სწავლების ფორმატში, სადაც ერთ პედაგოგს დაუფიქსირდა, რომელიც თითქმის ყველა კლასს ასწავლის და აქედან გამომდინარე მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ სკოლა ორი კვირის ვადით, 26 აპრილამდე გადაგვეყვანა დისტანციურ სწავლებაზე.

ზოგადად სკოლებში მოიმატა ინფიცირების შემთხვევებმა, მაგრამ დინამიკაში გადავხედავთ , თუ რა სურათი გვექნება ხვალ და შემდეგ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით,განათლების სამინისტროს მივმართავთ შუამდგომლობით, თუ როგორ დავაორგანიზოთ სასწავლო პროცესები ქალაქის სკოლებში“, - განაცხადა გოჩა ქორქიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა