ბათუმში, ევროპის მოედანზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია - პერფორმანსი გაიმართა

ბათუმში, ევროპის მოედანზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია - პერფორმანსი გაიმართა. შეკრებილების განცხადებით, ისინი სოლიდარობას უკრაინელ ხალხს უცხადებენ და რუსულ აგრესიას გმობენ.

ამასთან, როგორც მათ აღნიშნეს, საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანება ძალიან მნიშვნელოვანია, რისთვისაც ორივე ქვეყანა აქტიურად იბრძვის.

აქცია პოლიტიკური მოძრაობა "გირჩისა" და მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით გაიმართა, რომელსაც ბათუმში მცხოვრები უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეებიც შეუერთდნენ.

"სამწუხაროდ, ჩემი ქვეყანა აგრესორია, არ მომწონს ის, რაც ხდება უკრაინასა და საქართველოს მიწებზე. დიდი სურვილი მაქვს, რომ ამ ერებმა მშვიდობიანად ვიცხოვროთ",- აღნიშნეს რუსეთის მოქალაქეებმა.

აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად უკრაინის ჰიმნი გააჟღერეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა