ნინო ლაცაბიძე - რუსთავში 80 ოჯახს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად საცხოვრებელი ფართები გადაეცა

რუსთავში მთავრობის გადაწყვეტილებით 80 ოჯახს სიმბოლურ ფასად -1 ლარად საცხოვრებელი ფართები გადაეცა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ განაცხადა.

როგორც ნინო ლაცაბიძე განმარტავს, კვლავაც არიან ოჯახები, რომლებსაც მსგავსი პრობლემა აწუხებთ.

„დღეს, რუსთავში მთავრობის გადაწყვეტილებით, 80 ოჯახს სიმბოლურ ფასად-1 ლარად საცხოვრებელი ფართები გადაეცა. ჩვენ ბევრი ოჯახი დავაკმაყოფილეთ, თუმცა, ჯერ კიდევ არიან ოჯახები, რომლებსაც მსგავსი პრობლემა აწუხებთ. ამ ოჯახებსაც აუცილებლად მოვუგვარებთ ამ საკითხს. მოხარული ვარ, რომ დღეს ამდენი ოჯახი გავაბედნიერეთ.

მე, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი, აქტიურად ვარ ჩართული, რომ შემდგომშიც მოხდეს იმ საცხოვრებელი ფართების დაკანონება, სადაც, ეს ადამიანები წლებია ცხოვრობენ. მათ მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა ექნებათ”, - განაცხადა ლაცაბიძემ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს