აქტივისტი - გუმათში ვაგრძელებთ მშვიდობიან პროტესტს, არ ვაპირებთ აქედან წასვლას

სოფელ გუმათში აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის მირზა ნოზაძის განცხადებით, არ აპირებენ პროტესტის შეწყვეტას, იქამდეს ვიდრე „ნამახვანიჰესთან“ დაკავშირებული პრობლემა სრულად არ აღმოიფხვრება.

როგორც ნოზაძე განმარტავს, 169-დღიანი პროტესტის განმავლობაში ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებს მათთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ.

„ხელისუფლების ადგილობრივი წარმომადგენლებთან არ გვქონია არანაირი კომუნიკაცია. ჩვენ გვაქვს კითხვები არა პოლიციასთან, არამედ ხელისუფლებასთან. ასევე, ჩვენს მიერ არჩეულ მანდატმიცემულ პირებთან. არცერთი მათგანი არ გვინახავს აქ მოსული. არცერთი მათგანს არ ინტერესდება ჩვენი მოთხოვნებით. სამწუხაროდ, ჩვენ გვიწევს ურთიერთობა პოლიციასთან, რომლებიც უკანონო ბრძანებით არიან დაბნეულნი და ეს იგრძნობა მათი საქციელისგანაც.

რაც შეეხება ჩვენს სამომავლო გეგმებს, ჩვენ ვაგრძელებთ მშვიდობიან პროტესტს, ჩვენ არ ვაპირებთ აქედან წასვლას. არ ვაპირებთ შევწყვიტოთ პროტესტი იქამდე, სანამ არ მოხდება პრობლემის აღმოფხვრა. კონკრეტულად ვითხოვთ - „ნამახვანჰესის“ კასკადის ხელშეკრულების გაუქმებას, კომპანია „ენკას“ მიერ ხეობის დატოვებას და მორატორიუმის გამოცხადებას. აღნიშნული მიზნად უნდა ისახავდეს ენერგოპოლიტიკის შემუშავებას. მოსახლეობისა და ექსპერტების ჩართულობით უნდა განისაზღვროს საქართველოში ენერგოპოლიტიკა. გვქონდეს შეჯერებული და სახალხო დონეზე მიღებული ენერგოპოლიტიკა, რომლითაც ჩვენ შეგვეძლება პროტესტის გარეშე განვახორციელოთ დიდი პროექტები“,- განაცხადა მირზა ნოზაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა