ირაკლი ჯინჭარაძის განცხადებით, ბათუმის ბულვარის დირექტორის  თანამდებობიდან გაათავისუფლეს

ბათუმის ბულვარის დირექტორი ირაკლი ჯინჭარაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" ირაკლი ჯინჭარაძემ დაუდასტურა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ მასზე შური იძია.

ირაკლი ჯინჭარაძე ამბობს, რომ გათავისუფლების შესახებ ცნობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან ჯერ არ მიუღია.

„თანამდებობიდან გათავისუფლება, რა თქმა უნდა კავშირში არის ჩემს განცხადებასთან, რომელიც „ლემერიდიანთან“ დაკავშირებით გავაკეთე. ეს არის მათი დასასრულის დასაწყისი. მე სამსახურს ვნახავ, არ გამიჭირდება. მედიასაშუალებით გავიგე, რომ გამიშვეს სამსახურიდან. არაფერი დამიშავებია და არაფერი მომიპარავს. თითქოს რაღაც შეცდომა ნახეს და რაღაცას იგონებენ. ყველაფერს საზოგადოება ნახავს. მათ დამსაჯეს, ეს მოსალოდნელი იყო, რადგან სამსახურის ლიკვიდაცია ვერ მოახდინეს და ეს ფორმა გამოიყენეს. გათავისუფლების შესახებ განცხადება არ ჩამბარებია. ხვალ დამატებით კომენტარს გავაკეთებ ახლა ეიფორიაში ვარ", - განაცხადა ირაკლი ჯინჭარაძემ.

ცნობისთვის, 30 მარტს ბათუმის საკრებულოში სხდომა ხმაურის ფონზე ჩატარდა. უმრავლესობის წევრებს ბათუმის ბულვარის მოქმედი დირექტორი ირაკლი ჯინჭარაძე დაუპირისპირდა. მან სიტყვით გამოსვლა ითხოვა და განაცხადა, რომ ბულვარის ტერიტორიაზე ერთ-ერთი სასტუმროსთვის პლაჟის ნაწილის 15 წლით იჯარით გადაცემა არ უნდა მოხდეს. მან აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება დანაშაული იქნება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა