რუსთავში 80 ოჯახს დაუკანონებელი ფართები საკუთრებაში გადაეცა

რუსთავში, 80 ოჯახს, წლების განმავლობაში დაუკანონებელი ფართები საკუთრებაში გადაეცა. შესაბამისი განკარგულებით, საქართველოს მთავრობამ საცხოვრებელი ფართები აღნიშნულ ოჯახებს სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადასცა.

როგორც რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში აღნიშნავენ, მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი დუგლაძემ, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ნინო ლაცაბიძემ, პარლამენტარმა ალექსანდრე დალაქიშვილმა მიაწოდეს და მთავრობის განკარგულების ასლები გადასცეს.

„ეს ის ოჯახებია, რომლებიც წლების წინ ორდერით თუ უორდეროდ შესახლდნენ თავისუფალ ფართებში, მოუარეს ამ შენობებს და დღეს, რომ საცხოვრებლად ვარგისია, სწორედ მათი დამსახურებაა. მიუხედავად ამისა, ისინი ვერ ახერხებდნენ ფართების დაკანონებას, ვერ განკარგავდნენ, არ იყვნენ მესაკუთრეები. საკითხი დაძრულია და დღეს კიდევ 80 ოჯახს, რომელთაც უკვე გაიარეს ეს ბარიერები, ბინები საკუთრებაში გაეცა“, - განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა.

როგორც მუნიციპალიტეტში განმარტავენ, რუსთავის მერიის ქონების მართვის სამსახურში, ფართის დასაკანონებლად საჭირო პროცედურები, კიდევ 161 ოჯახის განაცხადზე მიმდინარეობს.

,,ძალიან კარგი კომუნიკაცია შედგა მთავრობასთან, რის შედეგადაც ამ ბინების სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად საკუთრებაში გადაცემა მოხდა. სულ 2020-2021 წლებში დაკავებული ფართები, საკუთრებაში 183 ოჯახს გადაეცა. მიხარია, რომ აქტიურად მიმდინარეობს იმ ფართების საკუთრებაში გადაცემა, რომელშიც წლების განმავლობაში მოქალაქეები ცხოვრობდნენ“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, 80 ოჯახს, რომლებსაც ფართების გადაცემის შესახებ, დღეს აცნობეს, ბინის კანონიერი მფლობელობისთვის, მხოლოდ საჯარო რეესტრის შესაბამისი რეგისტრაცია დასჭირდება.

,,ჩვენ აქტიურად გავდიოდით მოსახლეობაში და ვხვდებოდით მათ. მიხარია, რომ დღეს 80 ოჯახს, ფართები, რომელსაც წლების განმავლობაში ფლობდნენ გადავეცით საკუთებაში. ამ პროცესში მთელი ჯგუფი იყო სამთავრობო და მუნიციპალურ დონეზე ჩართული. მე მინდა მივულოცო თითოეულ მათგანს, ეს პროცესი კვლავ გაგძელდება“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, საცხოვრებელი ფართები, რომელთა დაკანონებაც, ათწლეულების განმავლობაში არ ხერხდებოდა, დღეისათვის რუსთავში183 ოჯახს გადაეცა საკუთრებაში.

რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციიდან ბევრი შეეცდება სააკაშვილისგან გამიჯვნას და ლიდერის როლის მორგებას, მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს, ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - მეჩვენება, რომ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ტანზე მიბმული ლოდია, რომელიც მას ფსკერისკენ მიაქანებს
სინერჯი ჯგუფი კერძო კაპიტალის ოპერაციებში მონაწილეობისთვის (LBO) იურიდიულ პირებს იწვევს