სოფიო გორგოძე - მასწავლებლობის მსურველთა ჩაჭრის მაჩვენებელი დაბალი არ არის

მასწავლებლობის მსურველთა შემთხვევაში ჩაჭრის მაჩვენებელი დაბალი არ არის, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო გორგოძემ ისაუბრა.

როგორც გორგოძემ აღნიშნა, რთული მდგომარეობაა დაწყებით კლასებში და ასევე ფიზიკური აღზრდის მიმართულებით, სადაც მასწავლებლობის ბევრი მსურველი ჩაიჭრა.

„მასწავლებლობის მსურველთა შემთხვევაში ჩაჭრის მაჩვენებელი დაბალი არ არის. შედარებით რთული მდგომარეობაა დაწყებით კლასებში და ასევე ფიზიკური აღზრდის მიმართულებით, სადაც, სამწუხაროდ, ბევრი ჩაიჭრა სხვა საგნებთან შედარებით. მათ მაქსიმალური ქულების 61% უნდა დაეგროვებინათ. როგორც ჩანს, ჰგონიათ, რომ ფიზიკური აღზრდის მასწავლებლობა ყველაზე მარტივია და მოუმზადებლები მოდიან, ან მოსამზადებლად საკმარისი რესურსები არ აქვთ“, - განაცხადა გორგოძემ.

მისივე თქმით, წელს, მასწავლებლობის სურვილი 18 ათასზე მეტ პირს აქვს გამოთქმული, რომელიც გამოცდაზე გავა.

რაც შეეხება პენსიონერი მასწავლებლების პროფესიიდან გასვლას, გორგოძის შეფასებით, სისტემის გაჯანსაღებისთვის ეს კარგი ნაბიჯი იყო.

„როგორც მახსოვს, დაახლოებით, 8 ათასამდე პედაგოგი გავიდა პროფესიიდან, რაც სისტემის გაჯანსაღებისთვის კარგი ნაბიჯი იყო. მასწავლებლების საშუალო ასაკი საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით ძალიან მაღალი იყო, რაც თავისთავად პრობლემაა. ამ პერიოდში ასეთი ინიციატივა დროული იყო. პროფესიაში შემომსვლელების დაინტერესებაც ალბათ, ამითაა განპირობებული. როგორც აღვნიშნე, წელს 28 700-ზე მეტი პირია დარეგისტრირებული ჯამურად, როგორც პროფესიაში შემომსვლელი, ასევე პრაქტიკოსი მასწავლებელი. ამ რიცხვიდან დაახლოებით, 8 700-ზე მეტი არის ე. წ. პრაქტიკოსი მასწავლებელი, ხოლო 1 800-ზე მეტი სპეციალური მასწავლებელი, რომლებიც წელს პირველად გაივლიან ამ გამოცდას და სპეცსაჭიროების მქონე მოსწავლეებთან იმუშავებენ. 18 000 -ზე მეტი კი არის პროფესიაში შემომსვლელი მასწავლებლობის მსურველი პირი. ამდენი პროფესიაში შემომსვლელი არასდროს გვყოლია, რაც ბევრ ფაქტორს შეიძლება უკავშირდებოდეს და ვფიქრობ, ერთ-ერთი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციაცაა. ამდენი მასწავლებლობის მსურველი სისტემისათვის ძალიან კარგია“, - განაცხადა გორგოძემ.

ინტერვიუს სრული ვერსია

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა