თანაბარი განათლება მაღალმთიანი სოფლების ბავშვებს

კომპანია "გალფს", ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ორგანიზაცია "შენმოქმედს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში მხარეები თანხმდებიან რომ ერთი წლის განმავლობაში მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს და ბიბლიოთეკებს მიაწვდიან როგორც წიგნებს, ასევე კომპიუტერებს. პროექტის მიზანია ინტერნეტისა და კომპიუტერებთან წვდომა მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ, რათა სწავლა ხელმისაწვდომი იყოს თითოეული ახალგაზრდისთვის.

ამ საკითხებზე ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში მემორანდუმს ხელი მოაწერეს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ, კომპანია „გალფის" მარკეტინგის დირექტორმა ნინო ჯიბლაძემ და ორგანიზაცია "შენმოქმედის" აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ქვრივიშვილმა.

(R)

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
Webster University Georgia-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა დაემატა
Webster University Georgia-ს კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა დაემატა