აჭარის უმაღლესი საბჭო ოპოზიციის წევრების უფლებამოსილების შეწყვეტას სესიაზე კენჭს უყრის

აჭარის უმაღლესი საბჭო ოპოზიციის წევრების უფლებამოსილების შეწყვეტას სესიაზე კენჭს უყრის. როგორც აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ განაცხადა, საკითხზე ბიუროს სხდომაზე უკვე იმსჯელეს.

„აღნიშნული საკითხი პირველივე პლენარულ სხდომაზე პირველივე საკითხად იქნება გატანილი. კენჭისყრის წინა დღეს გვექნება უმრავლესობის შეხვედრა და იქ ვიმსჯელებთ. თავისუფალი კენჭისყრა იქნება და ყველა საკუთარი შეხედულებისამებრ მიიღებს გადაწყვეტილებას.

ჯერჯერობით უმაღლესმა საბჭომ მაქსიმუმი გააკეთა ღია კარის პოლიტიკა დაგვეტოვებინა და შანსი მიგვეცა, რომ ისინი შემოსულიყვნენ და დაეკავებიათ ის ადგილები, რომლებიც მათ ამომრჩეველმა ანდო", - განაცხადა დავით გაბაიძემ.

ცნობისთვის, აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლაზე ექვსმა დეპუტატმა განაცხადა უარი. ოპოზიციის მხრიდან მხოლოდ ერთი დეპუტატი ირაკლი ჩავლეიშვი შევიდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა