კორონავირუსის გამო, აჭარაში 9 საჯარო სკოლა და 2 საბავშვო ბაღი დაიხურა

აჭარაში კორონავირუსის გამო, 9 საჯარო სკოლა დაიხურა და 11 კლასი ონლაინ რეჟიმში აგრძელებს სწავლას.

როგორც აჭარის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ნონა ეფაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კორონავირუსის გამო, რეგიონში ორი საბავშვო ბაღი დაიხურა. მისი განცხადებით, აჭარაში ეპიდვითარება საყურადღებოა, რადგან კორონავირუსის შემთხვევებმა იმატა.

„გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში 116 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. რეგიონში ბოლო ორი კვირის განმავლობაში რაოდენობა 40-დან 60-მდე მერყეობდა და დღეს გადააჭარბა. ეს არის აშკარად მატება, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. მოსახლეობაში ვირუსი ცირკულირებს. რეკომენდაციების დაცვა უნდა მოხდეს დაწესებულებების მიხედვით, გამოხატული ეპიდაფეთქება ამ ეტაპზე არ გვაქვს. დღეისათვის 9 სკოლა დახურულია, აქედან 3 ბათუმში, ერთი ხელვაჩაურში და დანარჩენი ქობულეთის სკოლებია. ამასთან, ორი საბავშვო ბაღია დახურული და ონლაინ სწავლების რეჟიმზე 11 კლასია გადასული. კლასების და სკოლების ნაწილი ჩვეულ რეჟიმში დაუბრუნდა მუშაობას",- განაცხადა ნონა ეფაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო