აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი - ბათუმის ბულვარის დირექტორის გათავისუფლება აუდიტის დასკვნის საფუძველზე მოხდა

ბათუმის ბულვარის დირექტორის გათავისუფლება სახელმწიფო აუდიტის დასკვნის საფუძველზე მოხდა, - ამის შესახებ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დასკვნის საფუძველზე ირკვევა, რომ ბიუჯეტის სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა მიმდინარეობდა.

„მნიშვნელოვანია, რომ ეს გადაწყვეტილება არ უკავშირდება ბულვარის დირექტორის მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებებს. ირაკლი ჯინჭარაძემ საზოგადოებაში გარკვეული იმუნიტეტის შექმნის მიზნით განცხადებები გააკეთა. აუდიტის დასკვნის საუძველზე აღძრულია საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. აუდიტის დასკვანა 2019 წლის საქმიანობას ეხება, რომელიც 2020 წლის ბოლოს მივიღეთ. შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით, საქმის ძიება მიმდინარე წელს დაიწყო. საზოგადოებამ განსაზღვროს, ირაკლი ჯინჭარაძის მიერ ბათუმის საკრებულოში გაკეთებული განცხადებები ამ დროში დაემთხვა თუ ჰქონდა კონკრეტული მიზეზი", - განაცხადა ჯაბა ფუტკარაძემ.

ცნობისთვის, 30 მარტს, ბათუმის საკრებულოში სხდომა ხმაურის ფონზე ჩატარდა. უმრავლესობის წევრებს ბათუმის ბულვარის მოქმედი დირექტორი ირაკლი ჯინჭარაძე დაუპირისპირდა. მან სიტყვით გამოსვლა ითხოვა და განაცხადა, რომ ბულვარის ტერიტორიაზე ერთ-ერთი სასტუმროსთვის პლაჟის ნაწილის 15 წლით იჯარით გადაცემა არ უნდა მოხდეს. მან აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება დანაშაული იქნება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა