სოფელ გუმათში „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ აქტივისტების პროტესტი გრძელდება

სოფელ გუმათში „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ აქტივისტების პროტესტი გრძელდება. მათ ჰესის ტერიტორიაზე შესვლის უფლებას სამართალდამცავები არ აძლევენ, პოლიციელებს ჰესამდე მისასვლელ გზამდე რკინის ჯებირები აქვთ აღმართული.

რიონის ხეობის მკვიდრის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ამ წუთებში ადგილზე სხვადასხვა რეგიონიდან წამოსული მოქალაქეების მისვლას ელოდებიან, რის შემდეგაც კვლავ ჰესის ტერიტორიაზე შესვლას ეცდებიან. გოლეთიანის თქმით, ადგილზე სამართალდამცავების უპრეცედენტო რაოდენობაა, მათ შორის, პოლიციას ადგილზე მიყვანილი ჰყავს წყლის ჭავლის მანქანა.

„ვითხოვთ, რომ გაგვატარონ ბლოკპოსტის იქით, ნამახვანში, სადაც კარვები გვაქვს, რომ გავაგრძელოთ მშვიდობიანი პროცესი. ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცავები იმყოფებიან, მოყვანილი ჰყავთ წყლის ჭავლის მანქანა და მსგავსი ტექნიკა. ადგილზე სამართალდამცავების უპრეცედენტო რაოდენობაა. ჩვენ გვიერთდებიან ადამიანები სხვადასხვა რეგიონიდან, ვაპირებთ მივიდეთ ადგილზე და ნამახვანში შესვლა მოვითხოვოთ. ჩვენ გადაკეტილი გვაქვს საავტომობილო გზა და სანამ არ მოგვეცემა საშუალება, რომ გაიხსნას და გავიდეთ, მანამდე ასე ვიქნებით“, - აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.

რაც შეეხება ინფორმაციას, რომლის თანახმად, „ნამახვანჰესის“ პროექტის აღმასრულებელი დირექტორი, მერაბ ლომინაძე ვარლამ გოლეთიანს საჯარო დიალოგზე იწვევს, გოლეთიანმა განაცხადა, რომ მათი კითხვების ადრესატი არა მერაბ ლომინაძე, არამედ ხელისუფლებაა.

,,ჩვენ „ენკას“ დირექტორს მრავალჯერ განვუმარტეთ, რომ ჩვენი კითხვების ადრესატი არ არის მერაბ ლომინაძე. ჩვენ კითხვები გვაქვს ოფიციალურ წარმომადგენლებთან, ხელისუფლების პირებთან და სამინისტროებთან. გადაწყვეტილების მიმღებიც და პასუხისმგებელი პირების ისინი არიან. პირველი საკითხს როდესაც განვიხილავდით, მინისტრი გაიპარა, ეს ყველამ ვნახეთ და კომპეტენციურად მერაბ ლომინაძეს არანაირად არ ეხება ის საკითხები, რაც ჩვენ თავიდანვე უნდა განგვეხილა. შესაბამისად, მათ რომ შევხვდეთ და ვისაუბროთ არაფრის მომცემი იქნება“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა