ფრიდონ ინჯია ინიციატივით გამოდის, შიმშილის დასაძლევად პრემიერის ხელმძღვანელობით საგანგებო კომისია შეიქმნას, კოვიდთან დაკავშირებულ საგანგებო შტაბი კი შს მინისტრმა ჩაიბაროს

„ევროპელი სოციალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი ფრიდონ ინჯია ინიციატივით გამოდის, რომ მოსახლეობის შიმშილის დასაძლევად პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საგანგებო კომისია შეიქმნას.

გარდა ამისა, როგორც ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საგანგებო შტაბის ხელმძღვანელად შინაგან საქმეთა მინისტრი უნდა დაინიშნოს.

„იმისთვის, რომ მოსახლეობა შიმშილის მდგომარეობიდან გამოვიდეს, მიმაჩნია, რომ უნდა შეიქმნას საგანგებო კომისია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს. საგანგებო შტაბს კი, რომელიც დღეს კოვიდთან მიმართებით არსებობს, შინაგან საქმეთა მინისტრს გადავაბარებდი, მას დავნიშნავდი, საგანგებო შტაბის ხელმძღვანელად. ამას ორმაგი დატვირთვა აქვს. ერთი ის, რომ წესრიგი არ არის ქვეყანაში. მანქანით რომ გაიარო, 30% ნიღბის გარეშე დადის, კარგი იქნება ამ შტაბს ჯანმრთელობის მინისტრთან ერთად შს მინისტრი ჩასდგომოდა სათავეში“,- განაცხადა ინჯიამ.

იხილეთ ვიდეო:ფრიდონ ინჯია ინიციატივით გამოდის, შიმშილის დასაძლევად პრემიერის ხელმძღვანელობით საგანგებო კომისია შეიქმნას

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ტრამპი მთლიანად დონეცკის ოლქზე რუსეთის კონტროლის დამყარებას არ დათანხმდება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება