აჭარის უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში რეგლამენტში შესატანი ცვლილებების განხილვა იწყება

აჭარის უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში რეგლამენტში შესატანი ცვლილებების განხილვა იწყება. კანონმდებლებმა შესაბამისი გადაწყვეტილება, ბიუროს რიგით მეექვსე სხდომაზე მიიღეს, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

დავით გაბაიძის განცხადებით, პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საკანონმდებლო ორგანოში მოქმედი ღია მმართველობის საბჭოს წევრების მიერაა ინიცირებული და უმაღლესი საბჭოს ღიაობასა და გამჭვირვალობაზეა ორიენტირებული.

„იმის გამო, რომ საქართველოში 4-11 მაისს უქმე დღეებია გამოცხადებული, ბიურომ კომიტეტებს აჭარის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვისათვის ახალი გრაფიკი განუსაზღვრა.

ბიურომ ცნობად მიიღო აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმა, შეიცვალა 2021 წლის საგაზაფხულო სესიაზე „მინისტრის საათის“ განრიგი. რიგი გარემოებებიდან გამომდინარე, კანონმდებლები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს - მაია ხაჯიშვილს, 15-ის ნაცვლად, 29 აპრილს მოუსმენენ. შესაბამისად, ცვლილება შევიდა ბიუროს 2021 წლის 16 თებერვლის N9 გადაწყვეტილებაში.

საკანონმდებლო ორგანოში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის განხილვის პროცედურები იწყება,“- ნათქვამია ინფორმაციაში.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის დავით გაბაიძის განცხადებით, ანგარიში რეგლამენტით გათვალისწინებულ ვადებში განიხილება, განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი.

საკანონმდებლო ორგანოში დასრულდა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკითხის საკომიტეტო განხილვები და კენჭისყრა უახლოეს პლენარულ სხდომაზე გაიმართება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს