„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები „ენკას“ ოფისის მიმართულებით მსვლელობას მართავენ

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები „ენკას“ ოფისის მიმართულებით მსვლელობას მართავენ

„ნამახვანჰესის” მშენებლობის მოწინააღმდეგეები პროტესტს აგრძელებენ.

ისინი ხეობაში შესვლას ითხოვდნენ, რაზეც მათ სამართალდამცველებმა უარი უთხრეს. ამის შემდეგ კი მათ გადაწყვეტილება მიიღეს, რომ კომპანიის ოფისისკენ გადაინაცვლებდნენ.

ამ წუთებში აქციის მონაწილეები მსვლელობით კომპანია "ენკას" ოფისთან მიემართებიან.

როგორც აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, ადგილზე გზას გადაკეტავენ და მოთხოვნებს გააჟღერებენ.