სალხინოს ამბროსი ხელაიას სახელობის სკოლა-პანსიონს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოსა და ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის წარმომადგენლები სტუმრობდნენ

დღეს მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოს ამბროსი ხელაიას სახელობის სკოლა - პანსიონს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და სახარების ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის წარმომადგენლები ესტუმრნენ და სასწავლებლის მოსწავლეებს ჰუმანიტარული დახმარება, 170 ფუთა ტანსაცმელი და სასწავლო ნივთების 150 ყუთი გადასცეს.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობდნენ: რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი უკლება, საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი, ტარიელ პაპინაშვილი, კავშირის პრეზიდენტი, გიორგი კანდელაკი და ხუცესი ლევან ახალმოსულიშვილი.

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ, მადლობა გადაუხადა სტუმრებს, რომლებმაც თავის მხრივ განაცხადეს, რომ პანსიონს კვლავაც დაეხმარებიან.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ამბროსი ხელაიას სახელობის სკოლა-პანსიონში 176 ბავშვი სწავლობს, რომელთა უმრავლესობა სოციალურად დაუცველია. პანსიონი ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტ სტეფანეს (კალაიჯიშვილი) პატრონაჟით ფუნქციონირებს. საქველმოქმედო აქციას სააგენტო მეხუთედ ანხორციელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა