უხვი ნალექის გამო მდინარე ჩოლშურა კალაპოტიდან გადმოვიდა და საავტომობილო გზის ნაწილი წალეკა

გადაუღებელი წვიმების შედეგად მდინარე ჩოლშურა ადიდდა, კალაპოტიდან გადმოვიდა და სოფელ დურაშთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ნაწილი მთლიანად წალეკა.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის ბადრი ლიპარტელიანის თქმით, მობილიზებულია საჭირო ტექნიკა და აქტიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.

მისივე განცხადებით, სოფელთან დამაკავშირებელი გზის აღდგენა, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე იქნება შესაძლებელი.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა