გუმათში, სადაც „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები აქციას მართავენ, ხმაური იყო

რიონის ხეობაში, სოფელ გუმათთან კომპანია „ენკას“ სამშენებლო ბაზასთან ხმაური იყო. „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა ცოცხალი ჯაჭვიც გააკეთეს. დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის, კომპანია "ენკას" კუთვნილი მიკროავტობუსის გამოჩენის შემდეგ დაიწყო.

"ნამოხვანჰესის" მოწინააღმდეგეებმა არ გაატარეს ავტომობილი და მძღოლს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს.

ხმაურის და დაპირისპირების შემდეგ, ავტომობილი უკან გააბრუნეს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი მიზანია კომპანია „ენკას“ სამშენებლო ტექნიკამ სამუშაოების განხორციელება ვერ შეძლოს.

ამასთან, აქციის მონაწილეების თქმით, მათ სურთ ტერიტორიაზე მშვიდობიანი გადაადგილება.

შსს-ს წარმომადგენელის განცხადებით კი, გამოხატვის თავისუფლება არ იზღუდება.

"მიმდინარეობს ნიკოლოზ ანთიძის ძებნა. ხეობაში არსებული ამჟამინდელი ვითარებიდან გამომდინარე, პოლიცია ვერ უზრუნველყოფს იქ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას. გამოხატვის თავისუფლებას, რა თქმა უნდა, არ ვზღუდავთ. პოლიცია არის ამ მიმართულებით მოწოდების სიმაღლეზე. თქვენ შეგიძლიათ აქ გააგრძელოთ მშვიდონიანი პროტესტი",- განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა.

ამ ეტაპზე ადგილზე შედარებით სიმშვიდეა, აქციის მონაწილეები მოქალაქეებს ავტომობილებით გადაადგილების უფლებას სპეციალური კორიდორის საშუალებით აძლევენ.

იხილეთ ვიდეო:გუმათში, სადაც "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეები აქციას მართავენ, ხმაური იყო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა