"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეების ინფორმაციით, „ენკას“ ბაზასთან დაპირისპირებისას რამდენიმე ადამიანი დააკავეს

„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ინფორმაციით, სოფელ გუმათთან, "ენკას" სამშენებლო ბაზასთან დაპირისპირებისას რამდენიმე პირი დააკავეს.

დაპირისპირება პროტესტის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის, კომპანია"ენკას" კუთვნილი ავტომობილების გამოჩენის შემდეგ დაიწყო. აქციის მონაწილეების თქმით, პროტესტის მონაწილეები ავტომობილებს ხელებაწეული დახვდნენ, თუმცა პოლიციამ მათ წინააღმდეგ ძალა გამოიყენა.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, აქციაზე ათამდე ადამიანია დაკავებული.

"ხელისუფლების რეპრესიული ხელია მომართული ჩვენს წინააღმდეგ. ბიჭები დახვდნენ „ენკას“ მანქანებს ხელებაწეული, მშვიდობიანად, არ ვატარებდით მათ ხეობაში. პირდაპირ დარბევაზე გადმოვიდა პოლიცია, ადამიანები მანქანებს მიახეთქეს", - აცხადებს გოლეთიანი.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, პროტესტი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. კომპანია „ენკას“ რიონის ხეობაში პერსპექტივა არ აქვს.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, პოლიციამ მოხსნას "გუმათჰესთან" აღმართული ბლოკპოსტი და ნამახვანისკენ გადაადგილების საშუალება მისცეს. სამართალდამცველები კი შეკრებილებს მოუწოდებენ, გზა გახსნან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო