სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში ერთ-ერთი სუპერ პრიზი გათამაშდა

სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში სუპერ პრიზი - 1000 ლარიანი ხელფასი 1 წლის განმავლობაში გათამაშდა. ხელფასის მფლობელი ქუთაისელი ვაჟა კვარაცხელია გახდა. ბილეთის გადაფხეკის შემდეგ, სწორედ მან აღმოაჩინა საფარის ქვეშ დამალული დეფიციტური ასო „ლ“, შეაგროვა სიტყვა „ხელფასი“ და წამახალისებელი გათამაშების ერთ-ერთი სუპერ პრიზი მოიგო. სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტში“ გათამაშება 1 თებერვლიდან 31 მაისის ჩათვლით მიმდინარეობს. ნებისმიერი მომხმარებელი, ყველა ფილიალში, ყოველ დახარჯულ 10 ლარზე გათამაშების ერთ ბილეთს იღებს. ბილეთის გადაფხეკის შემდეგ „მაგნიტის“ მომხმარებელი ან მომენტალური 10 ლარიანი ვაუჩერის ვიზუალს დაინახავს, ან კი სუპერ პრიზების, ბინის და ხელფასის შემადგენელ ასოებს ამოიკითხავს.

აღსანიშნავია, რომ გათამაშებაში 2 ცალი 1000 ლარიანი ხელფასი იყო, შესაბამისად 1 ივნისამდე „მაგნიტის“ მომხმარებლებს მეორე ხელფასის მოგების შანსი კიდევ აქვთ. გარდა ამისა, თამაშდება სუპერ პრიზი - ბინა თბილისში, რომლის მოგების წესიც იგივეა, რაც ხელფასის შემთხვევაში. საჭიროა შეგროვდეს სიტყვა „ბინა“ სრულად, მომგებიანი ბილეთების წარდგენა კი „მაგნიტის“ ნებისმიერ ფილიალშია შესაძლებელი.

გარდა სუპერ პრიზებისა, 1 ივნისამდე ჯამში 10 000 ცალი „მაგნიტის“ მომენტალური 10 ლარიანი ვაუჩერი გათამაშდება. ვაუჩერის გამოყენება მომხმარებლებს „მაგნიტის“ ყველა ფილიალში შეუძლიათ. ამ დრომდე კი 2000 ვაუჩერზე მეტია გათამაშებული. „პირველ რიგში, „მაგნიტის“ სახელით ვულოცავ ვაჟა კვარაცხელიას 1000 ლარიანი ხელფასის მოგებას. გვიხარია, რომ ქვეყანაში არსებული დაძაბული მდგომარეობის მიუხედავად, ჩვენი ერთგული მომხმარებლების გახარებას ვახერხებთ. ერთი ხელფასის მფლობელი უკვე გამოვავლინეთ, თუმცა 1 ივნისამდე კიდევ ერთი ხელფასი და ბინა თბილისში გათამაშდება. მომხმარებლებს შევახსენებ, რომ ხელფასის შემთხვევაში დეფიციტური ასოა „ლ“, ბინის შემთხვევაში კი - „ნ“ - აცხადებს სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი სალომე გელაშვილი.

გასათვალისწინებელია, რომ პრიზები გაიცემა გათამაშების დასრულებიდან მაქსიმუმ 30 დღის განმავლობაში, მომგებიანი ბილეთისა და პირადობის მოწმობის წარდგენიდან - არაუგვიანეს 6 დღისა.

ეს არ არის სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ პირველი წამახალისებელი გათამაშება. კომპანიამ გასულ წლებში გაათამაშა ისეთი სუპერ პრიზები, როგორიცაა ბინა თბილისში, ხელფასი, მოგზაურობა, ლეპტოპები, ტელევიზორები, მობილური ტელეფონები, ველოსიპედები და სხავდასხვა ბრენდირებული საჩუქარი.

სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" 2015 წლიდან ფუნქციონირებს. „მაგნიტი“ პირველი კომპანიაა, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა. ამ დროის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით „მაგნიტს“ 255 ფილიალზე მეტი აქვს და 4500-მდე თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.

(R)

ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.05.2021
ხათუნა ლაგაზიძე - თუ ოპოზიციას რაციონალიზმი კი არა, თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც შერჩენია, მოუწევთ გაერთიანება იმ საფრთხის წინააღმდეგ, რასაც ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ჯგუფების გამოჩენა ჰქვია
"პური გულიანი" ქსელურ განვითარებას იწყებს
TKT.GE-ს ახალი სტრატეგიული მიმართულება - ავიაბილეთები დაემატა
"ვოლტი" უკვე წყნეთშია!