ზაალ უდუმაშვილი - არავინ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას

არავინ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას. ნიკა მელია, ისევე როგორც გიორგი რურუა, საპატიმროებიდან უპირობოდ უნდა გათავისუფლდნენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, რომ ნიკა მელია იყოს განეიტრალებული და შემდგომ უკვე ეს პატიმრობა და პოლიტიკური პატიმრები გამოიყენოს როგორც ოპოზიციასთან, ასევე ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან სავაჭროდ.

„მიუხედავად არაერთი მყარი მტკიცებულებისა, რომელიც დაცვის მხარემ წარადგინა, სასამართლომ, უფრო სწორად ივანიშვილმა, მიიღო გადაწყვეტილება რომ ნიკა მელია პატიმრობაში დარჩენილიყო. ჩვენ ხომ ყველამ ერთად მოვისმინეთ, როგორ ყალბდებოდა ამ საქმეზე მტკიცებულებები? ჩვენ ხომ ყველამ ერთად მოვისმინეთ, შს მაღალჩინოსანი როგორ ავალებდა პოლიციელებს, რომ 20 ივნისის ღამეს გახმოვანების სისტემის კაბელები გადაეჭრა და ამით აქციაზე ქაოსი შეექმნათ? ჩვენ ხომ ყველამ ერთად მოვისმინეთ ირაკლი კობახიძის აღიარება, რომ ნიკა მელიას დაკავების საკითხი „ქართული ოცნების“ ზედა ეშელონებში განიხილებოდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა სასამართლო არ იყო გამართული? ამის მიუხედავად, ღირსებაჩამორთმეულმა სასამართლომ არ გაითვალისწინა ეს მტკიცებულებები და ნიკა მელია კვლავ პატიმრობაში დატოვა“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

მისივე თქმით, გუშინ საზოგადოებამ ძალაუფლებას ჩაბღაუჭებული და შეშინებული ხელისუფლება იხილა.

„ეს ხელისუფლება მზადაა ნებისმიერი უკანონო მეთოდით ძალაუფლებას ჩაეჭიდოს. უკვე ორი თვეა, რაც ნიკა წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, მანამდე თითქმის, ორი წელია ეს საქმე მიმდინარეობს, მაგრამ არცერთი სასამართლო სხდომა დღემდე არ გამართულა. ამაზე პასუხი მარტივია - ხელისუფლებას არ სურს რეალურად ამ საქმის ბოლომდე მიყვანა, მისი მთვარი ამოცანაა, რომ ნიკა მელია იყოს განეიტრალებული და შემდგომ უკვე ეს პატიმრობა და პოლიტიკური პატიმრები გამოიყენოს როგორც ოპოზიციასთან, ასევე ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან სავაჭროდ. არავინ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას. ნიკა მელია, ისევე როგორც გიორგი რურუა, საპატიმროებიდან უპირობოდ უნდა გათავისუფლდნენ. ეს არის დღეს ერთადერთი გამოსავალი. ისევე როგორც ნიკა მელიას დაკავების შესახებ მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, სწორედ ასევე უნდა დასხდნენ და მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება ნიკა მელიას გათავისუფლების შესახებ. დღეს არსებული პოლიტიკური კრიზისის დაძლევის ერთ-ერთი წინაპირობა სწორედ პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა. ამ ნაბიჯის გადადგმა ხელისუფლებას სურს თუ არა, მაინც მოუწევს“,- განაცხადა უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გამოაცხადა. სასამართლო პროცესზე მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გადაისინჯა და ის ძალაში დარჩა. სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებული მელია, რომელმაც პროცესზე სიტყვით რამდენჯერმე ისარგებლა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა