ქუთაისში ახალი მუნიციპალური ავტოპარკი შენდება

ქუთაისში ახალი მუნიციპალური ავტოპარკის მშენებლობა მალე დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიმდინარე სამუშაო პროცესს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.

ავტოპარკში მოეწყობა ღია სადგომი 80 ავტობუსისთვის, ადმინისტრაციული და ტექნიკური მომსახურების სერვის-ცენტრის შენობები. პროექტის ღირებულებაა 2 მილიონ 640 ათასი ლარი, სამუშაოებს შპს „სკაი ჰაუსი“ ასრულებს.

ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 175 ავტობუსი უკვე გადასცა 6 ქალაქს. 60 ერთეული ავტობუსი გადაეცა ქუთაისს, რუსთავს - 40, გორს - 30, ზუგდიდს - 25, თელავსა და ფოთს - 10-10 ავტობუსი“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მოიცავდა სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის თანამედროვე სტანდარტების ავტობუსების შეძენას. კონტრაქტის საერთო ღირებულებამ 18.7 მილიონი ევრო შეადგინა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო