ბათუმის მერიასა და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ბათუმის მერიასა და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა რევაზ ჩარკვიანმა მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერიას ავრცელებს.

მათივე ცნობით, მემორანდუმი 2020-2030 წლებისთვის ერთობლივი პროექტებისა და აქტივობების განხორციელების ხელშეწყობასა და კონკრეტული ღონისძიებების გატარებას ითვალისწინებს.

„მემორანდუმის გაფორმების შემდეგ სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. არჩილ ჩიქოვანის თქმით, მემორანდუმის გაფორმების შედეგად, საჭირო კომპეტენციებისა და ახალი, თანაბარი შესაძლებლობების შეთავაზებით, უფრო მეტად გაძლიერდებიან და განვითარდებიან ბათუმელი ახალგაზრდები.

მნიშვნელივანია, რომ სააგენტოს ჩართულობით, „მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის" რეფორმა დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს, ქმედითი და მდგრადი ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის შექმნას.

რეფორმის ფარგლებში, ჩატარდება ბათუმში მცხოვრები ახალგაზრდების საჭიროებების კვლევა, რის საფუძველზეც შემუშავდება ბათუმის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის პოლიტიკის დოკუმენტი, ამ დოკუმენტის განხორციელების სამოქმედო გეგმა და აღნიშნული გეგმის შესრულების მონიტორინგის მეთოდები.

„მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის“ ორგანიზაციული გაძლიერებისთვის, სააგენტო უზრუნველყოფს ახალგაზრდობის საკითხებზე, მერიაში პასუხისმგებელი პირების კოორდინატორებად გადამზადებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა