ლაგოდეხის ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ ბოლო დღეებში კორონავირუსი 70-მდე ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის ბავშვებს, სასულიერო პირებს, პედაგოგებს და საკრებულოს წევრებს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი იზრდება.

მუნიციპლიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში არ გამორიცხავენ, რომ ინფიცირებულთა ნაწილი ე.წ. ბრიტანული შტამით იყო ინფიცირებული. თუმცა, ამის დასადასტურებლად კვლევების საბოლოოდ შედეგებს ელოდებიან.

ლაგოდეხის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის, გიორგი გოზალიშვილის თქმით, ბოლო რამდენიმე დღეში კორონავირუსის აღმოაჩნდა 70- მდე ადამიანს, მათ შორის ბავშვებს, სასულიერო პირებს, პედაგოგებს და საკრებულოს წევრებს.

დღევანელი მდგომარეობით, ორი ძირითადი, სკოლის და ეკლესიის „კლასტერია“.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდა ორი სკოლა, ხოლო ლაგოდეხის საკრებულო დისტანციურად აგრძელებს მუშაობას. მიზეზი 6 თანამშრომლის კოვიდ 19 -ით ინფიცირება გახდა.

ამასთან, ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში 35 - მდე კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა