ქუთაისში შეკრებილები „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ გუმათში მიმდინარე პროტესტს სოლიდარობას უცხადებენ

ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობასთან მოქალაქეები შეიკრიბნენ, რითაც „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ გუმათში მიმდინარე პროტესტს სოლიდარობას უცხადებენ.

ისინი ქუთაისიდან ავტომსვლელობით სოფელ გუმათისკენ გაემართებიან, სადაც „რიონის მცველებსა“ და აქციის სხვა მონაწილეებს შეუერთდებიან. მსვლელობა 14:00 საათზე უნდა დაიწყოს.

„ჩვენ ვართ რიგითი მოქალაქეები, ქუთაისელები. გუშინ ვნახეთ, რაც მოხდა. დილით უკვე ხეობის და სოფლის ოკუპაცია მოახდინეს. რაც იქ ხდება საშინელებაა. მონატრებული გვაქვს ისეთი საქართველო, როდესაც ყველა ერთად ვიდექით.

მაქსიმალურად მოვუწოდებთ მთელ ქვეყანას, მოდით და დაგვიდექით გვერდით ყველანაირი პოლიტიკური პარტიების გარეშე. შეხვალთ ისტორიაში და იამაყებთ იმით, რომ იბრძოდით თქვენი სამშობლოს მიწისთვის. ესაა მთავარი მესიჯი და არავინ გაბედოს, რომ „რიონის მცველებზე“ და იქ შეკრებილ ადამიანებზე იძალადოს“,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, დავით კუხიანიძემ.

ცნობისთვის, პოლიციამ რიონის ხეობაში, „გუმათჰესთან“ რკინის ბარიკადები აღმართა. ამასთან, შეგახსენებთ, რომ „ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეები გუშინ დღის მეორე ნახევარში „გუმათჰესის" მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც კარვები ჰქონდათ გაშლილი, კომპანია „ენკას" ოფისთან გადავიდნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ კომპანიის კუთვნილ ავტომობილებს ტერიტორიაზე შესვლისა და სამუშაოების წარმოების საშუალებას არ მისცემდნენ. პროტესტის მონაწილეებმა ამ მიზნით, კორიდორიც გააკეთეს. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. სამართალდამცველები მათ მოუწოდებდნენ გზა გაეხსნათ და ტერიტორია გაეთავისუფლებინათ. გუშინ გვიან ღამით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სოფელ გუმათში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის 6 პირი დააკავეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა