ფოთში, კორონავირუსით შემთხვევათა მატების გამო, სკოლები ორი კვირის განმავლობაში დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდნენ

ფოთში, კორონავირუსით შემთხვევათა მატების გამო, საჯარო და კერძო სკოლები დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდნენ. საგანმანათლებლო რესურს ცენტრის გადაწყვეტილებით, სკოლები ონლაინ რეჟიმში ორი კვირის განმავლობაში გააგრძელებენ სწავლის პროცესს. რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, ამ დროის მონაცემებით, სააღმზრდელო პროცესი სრულად სამ საბავშვო ბაღშია შეჩერებული.

„საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი სამსახურის რეკომენდაციის საფუძველზე, კოვიდინფიცირებულთა და ინფექციის გავრცელების მზარდი რაოდენობის თავიდან აცილების მიზნით, დღეიდან, 14 პრილიდან 29 აპრილის ჩათვლით, სულ 12 სასწავლო დღე, ქალაქ ფოთის საგანმანათლებლო დაწესებულებები გადავლენ სრულად დისტანციური სწავლების მოდელზე. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია უკვე მიწოდებული აქვთ საჯარო სკოლებს და დღეიდან გადავლენ დისტანციური სწავლების ფორმატზე, მაგრამ სკოლების ის რაოდენობა, რომელიც ფიქრობს, რომ დღეიდან დააორგანიზოს დისტანციური სწავლების ფორმა, მათ შეუძლიათ ხვალიდან გადავიდნენ ონლაინ სწავლების რეჟიმზე. ამასთან, გაგრძელდება პედაგოგთა ტესტირებები საჯარო სკოლებში და ადმინისტრაციები განახორციელებენ მუდმივ მონიტორინგს მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და აწარმოებენ აგრეთვე სტატისტიკას კოვიდინფიცირებულთა და იზოლაციაში გადასულ პერსონალთა თუ მოსწავლეთა რაოდენობას“, - განაცხადა ფოთის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელმა გოჩა ქორქიამ.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ