აქციის მონაწილეების ინფორმაციით, სამართალდამცველებს ე.წ.ჯაჭვის ხიდი აქვთ გადაკეტილი და თუ ავტომობილებით გავლის საშუალებას არ მისცემენ, გუმათისკენ მსვლელობას ფეხით გააგრძელებენ

ქუთაისში შეკრებილი მოქალაქეები „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ გუმათში მიმდინარე პროტესტის სოლიდარობის ნიშნად მსვლელობას მართავენ.

ისინი პარლამენტის ყოფილი შენობიდან სოფელ გუმათისკენ ავტომობილებით მიემართებიან.

აქციის მონაწილის დავით კუხიანიძის ინფორმაციით, სამართალდამცველებს გადაკეტილი აქვთ ე.წ. ჯაჭვის ხიდი და თუ ავტომობილებით გავლის საშუალებას არ მისცემენ, მსვლელობას გუმათისკენ, სავარუდოდ, ფეხით განაგრძობენ.

ცნობისთვის, პოლიციამ რიონის ხეობაში, „გუმათჰესთან“ რკინის ბარიკადები აღმართა. ამასთან, შეგახსენებთ, რომ „ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეები გუშინ დღის მეორე ნახევარში „გუმათჰესის" მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც კარვები ჰქონდათ გაშლილი, კომპანია „ენკას" ოფისთან გადავიდნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ კომპანიის კუთვნილ ავტომობილებს ტერიტორიაზე შესვლისა და სამუშაოების წარმოების საშუალებას არ მისცემდნენ. პროტესტის მონაწილეებმა ამ მიზნით, კორიდორიც გააკეთეს. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. სამართალდამცველები მათ მოუწოდებდნენ გზა გაეხსნათ და ტერიტორია გაეთავისუფლებინათ. გუშინ გვიან ღამით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სოფელ გუმათში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის 6 პირი დააკავეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა