აბაშის მუნიციპალიტეტში, შუბლაძის ქუჩის გასწვრივ რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხის რეკონსტრუქცია-მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტში, ნოღოხაშის უბანში, შუბლაძის ქუჩის გასწვრივ რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხის რეკონსტრუქცია-მოწყობისა და შემოღობვის სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოების მიმდინარეობას აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებთან და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

,,სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა ამორტიზებულმა სანიაღვრე ქსელმა განაპირობა, გარკვეულ მონაკვეთებზე წყლის დაგუბებას იწვევდა და ძლიერი წვიმის დროს იტბორებოდა მიმდებარედ არსებული საკარმიდამო ნაკვეთები და სასაფლაო.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, სარეკონსტრუქციო სამუშაოებს შპს “TWINS თვინსი“ აწარმოებს. აღნიშნული პროექტი მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს დასრულდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს