აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც „დაიცავი ძველი ბათუმის“ წევრები საპროტესტო აქციას მართავენ, ხმაურია

აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც „დაიცავი ძველი ბათუმის“ წევრები საპროტესტო აქციას მართავენ, ხმაურია.

აქციის მონაწილეები საავტომობილო გზაზე წარწერების „არ დავთმობთ ბულვარს“ გაკეთებას შეეცადნენ. სამართალდამცავებმა კი აქციის მონაწილეებს განუმარტეს, რომ წარწერების განთავსება არაკანონიერი ქმედება იყო, წარწერის განთავსების შემთხვევაში კი ისინი კანონის შესაბამისად მოიქცეოდნენ. ამის მიუხედავად, აქციის ერთმა მონაწილემ საავტომობილო გზაზე წარწერა მაინც გააკეთა, რის გამოც პოლიციელებმა ის კანონის დაუმორჩილებლობის გამო დააჯარიმეს.

სიტყვიერი დაპირისპირება სამართალდაცმავებსა და აქციის მონაწილეებს შორის გრძელდება.

ცნობისთვის, აჭარის მთავრობის სახლთან აქციის მონაწილები შეიკრიბნენ. ისინი ხელისუფლებას ბათუმის ბულვარში მაღალსართულიანი კორპუსების აშენებისა და კულტურული მემკვიდრეობის ნგრევის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა