აჭარის მთავრობის სახლთან, „დაიცავი ძველი ბათუმის“ წევრების აქციას ბულვარის ადმინისტრაციის ყოფილი დირექტორი შეუერთდა

აჭარის მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეებს ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ყოფილი დირექტორი ირაკლი ჯინჭარაძეც შეუერთდა.

ჯინჭარაძემ შეკრებილებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ თანამდებობიდან უსამართლოდ, ბულვარში მშენებლობების წინააღმდეგ ხმამაღალი განცხადებების გამო, გაათავისუფლეს.

როგორც მან აღნიშნა, ის ბულვარის ტერიტორიაზე „ამბასადორის“ პროექტის განხორციელების და ასევე, სანაპიროების გასხვისების წინააღმდეგი იყო.

აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის სახლთან რჩებიან.

ამასთან, სამართალდამცავებმა აქციის კიდევ ერთი მონაწილეც დააჯარიმეს, რომელიც გზაზე წარწერის გაკეთებას ცდილობდა.

ცნობისთვის, აჭარის მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ. ისინი ხელისუფლებას ბათუმის ბულვარში მაღალსართულიანი კორპუსების აშენებისა და კულტურული მემკვიდრეობის ნგრევის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. ამასთან, მათი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები იმ საჯარო მოხელეებს სჯიან, რომლებიც უკანონობის წინააღმდეგ საჯაროდ და ღიად საუბრობენ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა