კონკურსის  „სუფთა რეგიონი 2020“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა კონკურსში ,,სუფთა რეგიონი 2020“ რამდენიმე ნომინაციაში გაიმარჯვა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, კონკურსი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების ორგანიზებით გამოცხადდა.

„ნომინაცია ,,სუფთა სოფელი 2020 “- გამარჯვებული გახდა სოფელი ზედა ეწერი. ნომინაცია ,,სუფთა ქუჩა 2020 “- გამსახურდიას გამზირი. ნომინაცია ,,ლამაზი აივანი 2020 “- გამარჯვებულია რუსუდან ხარგელია. კონკურსის ჟიურის გადაწყვეტილებით სიგელი გადაეცა სოფელ ხურჩასაც ნომინაციაში სუფთა/ლამაზი ეზო.

დაჯილდოების ცერემონიალი თბილისის საკრებულოს შენობაში გაიმართა და მას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა და ა(ა)იპ ,,ზუგდიდდასუფთავების ცენტრის“ დირექტორი ნუგზარ მალაშხია დაესწრნენ.

კონკურსი ჩატარდა პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციები „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT), ადგილობრივ და შვედ პარტნიორ-ორგანიზაციებთან ერთად, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო“, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მისი სტრუქტურული ერთეული სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი“, ასევე მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობის ფარგლებში, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.

აღნიშნულ კონკურსში ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა სხვადასხვა წელს რამდენჯერმე მოიპოვა გამარჯვება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ