ვარლამ გოლეთიანი - ღამეს ვათენებთ ქუთაისში და ხვალ გადავადგილდებით გუმათში - თუ ხელისუფლებას არ ექნება ადეკვატური ნაბიჯების გადმოდგმის სურვილი, დავაორგანიზებთ მთელი საქართველოს მასშტაბით პიკეტირებას

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა, ქუთაისის ცენტრში, აქციის მიმდინარეობისას საზოგადოებას სამოქმედო გეგმა გააცნეს.

როგორც მათ განაცხადეს, თუ ხელისუფლება არ გადადგამს ადეკვატურ ნაბიჯებს, ისინი ქვეყნის პიკეტირებას მოახდენენ.

როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, ხელისუფლება იძულებული გახდება აქციის მონაწილეების ყველა მოთხოვნა შეასრულოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გადაკეტავენ ავტობანს და აქციები დედაქალაქში გადმოინაცვლებს.

„დღევანდელ ღამეს ვათენებთ აქ. ხვალ, 8:00 საათიდან გადავადგილდებით გუმათში. თუ ხელისუფლება, ჩვენ ამ დაუორგანიზებელ დღევანდელ შეხვედრას კიდევ არ გაითვალისწინებს, არ ექნება მას ადეკვატური ნაბიჯების გადმოდგმის სურვილი ჩვენი მისამართით, ჩვენ დავაორგანიზებთ მთელი საქართველოს მასშტაბით ქვეყნის პიკეტირებას ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში! ჩვენ, დავკეტავთ მათ შორის, ავტობანსაც!

ისინი იძულებულები გახდებიან შეასრულონ ყველა ჩვენი სამართლიანი და არგუმენტირებული მოთხოვნა. თუ მთელი ქვეყნის პიკეტირებაც არ გახდება საკმარისი, ჩვენ, ყველა ერთად ყველა მხრიდან დავიძვრებით დედაქალაქში და აქციებს დავიწყებთ“, - აცხადებს გოლეთიანი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა