საერთაშორისო ჟურნალში -  Outsourcing & More  „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის ინტერვიუ სათაურით  GEORGIA – Uprising BSS destination  გამოქვეყნდა

ბიზნეს-სერვისების აუთსორსინგის მიმართულებით ცნობილ საერთაშორისო ჟურნალის Outsourcing & More გაზაფხულის გამოცემაში გამოქვეყნდა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მიხეილ ხიდურელის ინტერვიუ სათაურით GEORGIA – Uprising BSS destination , სადაც დეტალურად არის მიმოხილული თუ რატომ არის საქართველო აღმოსავლეთ ევროპის ახალი მიმზიდველი საინვესტიციო ჰაბი სერვისების აუთსორსინგისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, Outsourcing & More საკონსულტაციო ორგანიზაცია Pro Progressio-ს მიერ დაფუძნებული ავტორიტეტული საერთაშორისო ჟურნალია, რომელსაც 200 000-მდე მკითხველი ჰყავს და მისი გამომწერები გლობალური ბიზნეს სერვისების პროვაიდერი კომპანიების გადაწყვეტილების მიმღები პირები არიან.

„5 წლის წინ არც ისე ბევრ ადამიანს სჯეროდა, რომ საქართველო ერთ-ერთი მიმზიდველი ქვეყანა იქნებოდა სერვისების აუთსორსინგისთვის, დღეს კი სექტორში უკვე გვყავს წამყვანი ინვესტორები, რომლებიც საქართველოდან სერვისებს აწვდიან ყველასთვის ცნობილ გლობალურ ბრენდებს“, - აცხადებს ინტერვიუში მიხეილ ხიდურელი.

ინტერვიუსთან ერთად, მკითხველებს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს საქართველოში არსებული საერთაშორისო ბიზნეს და IT სერვისების პროვაიდერი კომპანიების Majorel Georgia, Asseco Georgia, Flat Rock Technology-ს სამოტივაციო წერილებს იმის შესახებ, თუ რატომ გადაწყვიტეს საქართველოში ინვესტირება.

„ბიზნეს-სერვისების აუთსორსინგი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საინვესტიციო მიმართულების (Invest in Georgia) პრიორიტეტული სექტორია, რადგან მას აქვს დიდი პოტენციალი ქვეყანაში ახალი, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნის და თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანის კუთხით. პანდემიის შედეგად მსოფლიოში კიდევ უფრო გაზრდილია დისტანციურად სერვისების მიწოდებაზე მოთხოვნა, რაც ქმნის ახალი საინვესტიციო პროექტების დაწყების შესაძლებლობას. ამის ნათელი მაგალითია ჯერ კიდევ პანდემიის პერიოდში ქვეყანაში უკვე არსებული ინვესტორების აქტივობები დამატებითი ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით, ისევე როგორც ახალი ინვესტორების მზარდი ინტერესი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სტატია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://outsourcingandmore.proprogressio.pl/en

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს