კახა კუჭავა - აშშ-ში ისურვებდნენ, რომ მოლაპარაკებები დასრულდეს, ოპოზიცია იხილონ პარლამენტში და ხელისუფლებამაც თავისი მხრიდან აიღოს ის პასუხისმგებლობა, რომელზეც ჩვენ თანხმობაც გვაქვს გაცხადებული

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, პარლამენტის ვიცე-სპიკერის კახა კუჭავას განცხადებით, აშშ-ისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იხილიონ ძლიერი საქართველო, სადაც დემოკრატია კიდევ უფრო ვითარდება.

როგორც მან აშშ-ში ვიზიტისას განაცხადა, ისინი ისურვებდნენ, რომ მოლაპარაკებები საბოლოოდ დასრულდეს და ოპოზიცია იხილონ პარლამენტში.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ვიზიტი ვაშინგტონში გუშინ დაიწყო. ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს. შეხვედრები გაიმართა და გაიმართება როგორც სენატორებთან, ასევე კონგრესმენებთან, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებსაც შევხვდით.

ძალიან მნიშვნელოვანია იმ საკითხების განხილვა, რომელიც საქართველოს ჭრილში მიმდინარეობს. პირველ რიგში, ეს რეგიონალური ფაქტორი, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას და რა თქმა უნდა, შიდაპოლიტიკური საკითხები. ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია მოვისმინოთ ჩვენი ქვეყნის მეგობრების, სტრატეგიული პარტნიორების მოსაზრებები ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, შესაბამისად, მათი რჩევები და გადაწყვეტილებები მივიღოთ. ამიტომ ეს შეხვედრები, რომელიც ერთი თვის წინაც განხორციელდა ვაშინგტონში, პანდემიური პაუზის შემდეგ, რა თქმა უნდა, გაგრძელდება.

ეს შეხვედრები მეტყველებს იმაზე, რომ ეს გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ ქვეყნის სასიკეთოთ ვიღებთ, რეგიონალურ ჭრილში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, მიუთუმეტს, გეოპოლიტიკური კომპონენტის გათვალისწინებით. ეს გადაწყვეტილებები ყოვლეთვის არის იმ რჩევებისა და კონსულტაციების შედეგად, რომელსაც ჩვენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, ჩვენი მეგობრებისგან ვიღებთ.

მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია იხილიონ ძლიერი საქართველო, სადაც დემოკრატია კიდევ უფრო ვითარდება. შეხვედრისას ისინი, რა თქმა უნდა, შეეხნენ ყველა იმ მიმდინარე საკითხს, რომელიც დღეს ქვეყანაშია აქტუალური.

ამასთან, ისინი ისურვებდნენ, რომ ეს მოლაპარაკებები საბოლოოდ დასრულდეს, ოპოზიცია იხილონ პარლამენტში და რა თქმა უნდა, ხელისუფლებამაც თავისი მხრიდან აიღოს ის პასუხისმგებლობა, რომელზეც ჩვენი მხრიდან თანხმობაც გვაქვს გაცხადებული. დეტალებზეც ვისაუბრეთ თუ რა ნაბიჯებია გადადგმული და რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს ხელისუფლება“, - განაცხადა კუჭავამ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს