შალვა კერესელიძე - ჩვენი გუნდი მზად არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვისაც და საპარლამენტო არჩევნებისთვისაც - მზად ვართ, ნებისმიერ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად

ჩვენი გუნდი მზად არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვისაც და საპარლამენტო არჩევნებისთვისაც - მზად ვართ, ნებისმიერ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების" ყოფილმა დეპუტატმა, გიორგი გახარიას თანაგუნდელმა შალვა კერესელიძემ განუცხადა.

კერესელიძის თქმით, 31 ოქტომბრის არჩევნები არ გაყალბებულა, მაგრამ საჭიროა არსებული ვითარების განმუხტვა.

„2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არ გაყალბებულა, მაგრამ ძალიან სამწუხაროა ის, რაც მოხდა. „ქართულმა ოცნებამ" იმ პროცენტის, რაც რეალურად აიღო, სიმართლის ბოლომდე დამტკიცება ვერ შეძლო. როდესაც ხარ მმართველი ძალა, ხარ ხელისუფლება, კეთილი უნდა ინებო და ეს პოლარიზაცია, რაც დღეს მოსახლეობაშია, უნდა განმუხტო. ჩვენს მოქალაქეებს ნაკლებად აინტერესებს 1%-იანი, 3%-იანი თუ 5%-იანი საარჩევნო ბარიერი იქნება. ხალხს უჭირს, ძალიან დიდი სიდუხჭირეა და ამ კინკლაობაში ჩართვას, სჯობს, ამ პანდემიის ჟამს ქვეყანას მივხედოთ", - განაცხადა შალვა კერესელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა