ზუგდიდში, ყულიშკარის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყულიშკარის ადმინისტრაციულ ერთეულში, სამაქაცარიოს უბანში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიამდე მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის მერიიდან აცნობეს.

სამუშაოების მიმდინარეობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიგა მელია ადგილზე გაეცნენ.

,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პანდემიის მიუხედავად, რეგულაციების სრული დაცვით, აქტიურად ვაგრძელებთ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას. ყულიშკარში 1700 მეტრამდე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. დაიგება ბეტონის საფარი. საავტომობილო გზის რეაბილიტაცია სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებშიც მიმდინარეობს“, -აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

სამუშაოები „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 290 303 ლარია.

აღნიშნულ მონაკვეთზე გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი უკვე განხორციელდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა