დაჩი ბერაია - სასურველია, ვინც გუნდს დატოვებს, დეპუტატის მანდატიც დატოვოს და საკუთარი რეიტინგი, საკუთარი ძალებით შემდეგ არჩევნებზე მოსინჯოს

სასურველია, ვინც გუნდს დატოვებს, დეპუტატის მანდატიც დატოვოს და საკუთარი რეიტინგი, საკუთარი ძალებით შემდეგ არჩევნებზე მოსინჯოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების" დეპუტატმა დაჩი ბერაიამ განუცხადა.

ბერაიას აზრით, სპეკულაციების დამთავრებისთვის სჯობს, განსაკუთრებით მაჟორიტარებმა დატოვონ მანდატი.

„იმ სპეკულაციების დასრულებისთვის გიორგი გახარიას რეიტინგი უფრო დიდი იყო თუ პარტია „ქართული ოცნების", სჯობს, მაჟორიტარმა დეპუტატებმა პარლამენტის მანდატი დატოვონ. კარს მომდგარია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მასთან ერთად შუალედური არჩევნებიც გაიმართება და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. არ უნდა იყოს მუდმივად მსჯელობა იმის შესახებ, თუ ვისი რეიტინგის გამო მიიღეს ხმები ამ ადამიანებმა და რა იყო მთავარი კომპონენტი „ქართულო ოცნების", გიორგი გახარიას თუ პირადად მათი ხმები", - განუცხადა ჟურნალისტებს დაჩი ბერაიამ.

კითხვაზე, პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნამდე ხომ არ მიდის „ქართული ოცნების" იმ დეპუტატების ლოგიკა, რომლებიც გიორგი გახარიასა და პარტია "ქართული ოცნების" რეიტინგის გასაზომად შუალედური არჩევნების ჩატარების მიზანშეწონილობასა და ყოფილი თანაგუნდელების მიერ სადეპუტატო მანდატების დატოვებაზე საუბრობენ, ბერაიამ განაცხადა, რომ ამ ორი საკითხის ერთმანეთთან დაკავშირება არასწორია.

„რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას ლეგიტიმური მიზეზი იმ შემთხვევაში ექნებოდა, თუ დედამიწის ზურგზე ვიღაც მაინც აღიარებდა, რომ არჩევნები გაყალბდა და ამომრჩევლის ნებას არ ასახავდა", - განაცხადა დაჩი ბერაიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ტრამპი მთლიანად დონეცკის ოლქზე რუსეთის კონტროლის დამყარებას არ დათანხმდება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება