როგორ გადავჭრათ „ნამახვანჰესის“ პრობლემა?

წინამდებარე თვალსაზრისი მთავრობას სთავაზობს „ნამახვანჰესის“ ირგვლივ შექმნილი პრობლემის გადაჭრის გზას იმდაგვარად, რომ ჰესის მშენებლობა გაგრძელდეს და მოსახლეობას დაუკმაყოფილდეს საკუთარი ლეგიტიმური ინტერესიც.

თავიდანვე აღვნიშნავ, რომ ჰესების მშენებლობა მნიშვნელოვანია და აუცილებელი მიდგომის საკითხია, თუმცა მისი განხორციელება, ისევე როგორც სხვა ბევრ სფეროში, არ ეფუძნება 2 მთავარ ასპექტს: 1. საერთო ეროვნული პოლიტიკის განმსაზღვრელი ეფექტიანი სტარტეგია და 2. მოსახლეობის ლეგიტიმური ინტერესის დაცვა.

გარდა ამისა, არსებული ხედვები არ ეყრდნობა იმ თანამედროვე ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს, რომელთაც შეუძლია მოსახლეობის ლეგიტიმური ინტერესის დაცვა სწორი ბიზნეს მოდელის ეფექტიანობის უზრუნველყოფის პარალელურად.

ასეთი ბიზნეს მოდელი დღეს მოიცავს აქტივებისა და მოგების ტოკენიზაციას.

მინდა ხაზი გავუსვა, რომ ტოკენიზაცია არის ელექტრონული, ბლოკჩეინზე დამყარებული ბიზნესმოდელი, რომელიც მომდევნო წლების განმავლობაში გლობალურად მოიცავს ბიზნესის ყველა სფეროს და პრაქტიკულად აღარ დარჩება არც ერთი სფერო სადაც ის არ იქნება გამოყენებული.

ამის მიზეზი რამდენიმეა. პირველ რიგში ის, რომ იგი ქმნის დამატებითი, ე.წ. მეორადი კაპიტალის ბაზარს, სადაც ფართო ფენებს, მცირედი დანახარჯით შეუძლია მონაწილეობა და მოგების მიღება.

ტოკენიზაცია, რომელიც ბლოკჩეინის (და არა ბიტკოინის და კრიპტოვალუტის) საფუძველზე ხორციელდება, საშუალებას იძლევა, რომ მოსახლეობას, რომელიც უშუალოდ შემხებლობაშია ჰესის მშენებლობასთან, დაუკმაყოფილდეს ფინანსური ინტერესი და სახელმწიფო და კერძო აქტივებზე თანამესაკუთრეობის უფლებები.

ამისათვის, აუცილებელია „ნამახვანჰესის“ ტოკენიზაცია. ტოკენიზაცია ამ შემთხვევაში არის ჰესის მოგების გარკვეული პროცენტის ბლოკჩეინ აქციების გამოცემა, რომელთა პირველი რიგის მესაკუთრე გახდება ადგილობრივი მოსახლეობა, ხოლო მეორე რიგის დანარჩენი მოქალაქეები, ვისაც ამის სურვილი ექნება. ამას, გარდა, ჰესზე ე.წ. სმარტ ჰესის კონცეფციის დანერგვით, შესაბამისი ნამახვან ტოკენის გამოშვებითა და ნამატი და პოტენციური ზედმეტი ელექტროენერგიის გამომუშავების დაზოგვით, დენზე საფასურის შემცირება.

ამდაგვარად, ამ კონცეფციის განხორციელებით, ათასობით ადგილობრივი მოსახლე გახდება ჰესის მოგების მუდმივი მესაკუთრე, შესაძლებლობა ექნება მუდმივად მიიღოს ჰესის მოგების გარკვეული პროცენტი და ე.წ. სმარტ ჰესის კონცეფციის დანერგვით მარტივად მართოს ფინანსები, მიიღოს დივიდენდი და მიიღოს იაფი ენერგია, რომელსაც სმარტ ჰესი დაზოგავს. პროცესი იქნება გამჭვირვალე და ეფექტიანი.

შესაბამისად, ეს საშუალებას მისცემს მთავრობას აღმოფხვრას მთავარი პრობლემა - მოსახლეობის ლეგიტიმური ინტერესის უგულვებელყოფა. სწორედ ასეთი მიდგომების არ არსებობის გამო, ყველა სფეროში და განსაკუთრებით დიდ პროექტებში მოქმედებს აღქმა, რომ მთავრობის მხრიდან მოსახლეობის აზრი არის იგნორირებული და თითოეული პროექტი არის რამდენი ან რომელიღაცა ჯგუფის ინტერესის სფერო. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, თუმცა სწორედ ტოკენიზაცია არის ერთ-ერთი ეფექტური გზა ამ პრობლემის მოგვარების.

იმისათვის, რომ ეს განხორციელდეს საჭიროა:

ა) შესაბამისი მცირე საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება

ბ) მოსახლეობისათვის ახსნა თუ რას მიიღებს ის

გ) პროცესის გამჭვირვალობა

დ) იდეალურ შემთხვევაში, მოსახლეობისათვის ჰესთან დაკავშირებულ საკითხებზე (შემდგომი მშენებლობები ჰესის არეალში, პოტენციური ბიტკოინ მაინინგის ფერმების მშენებლობა და ა.შ) ხმის უფლების უზრუნველყოფა;

ე) სმარტ ჰესის კონცეფციის დანერგვა;

ტექნოლოგიური სამართლის იურისტი

ბლოკჩეინის ბიზნეს გამოყენების ექსპერტ/კონსულტანტი

ნეირონის ხელოვნური ინტელექტის აკადემიის რექტორი

ლევან ბოძაშვილი

პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2021
იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში სუპერ პრიზი - ბინა გათამაშდა
კარაგანდაში შპს „ქაზ კარბონის“კუთვნილი ახალი ნახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა გაიხსნა
თბილისში ქართულ-ფრანგული საკონდიტროების ქსელ Bisues-ის პირველი მაღაზია გაიხსნა