მოსამართლემ თელავის რაიონული საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის საქმის განხილვა აიცილა

მოსამართლე მამუკა წიკლაურმა თელავის რაიონული სავადმყოფოს დირექტორის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის საქმის განხილვა აიცილა. სხდომაზე, მოსამართლის აცილების შუამდგომლობა პროკურატურამ დაზარალებული მხარის ინტერესიდან გამომდინარე დააყენა.

მიზეზი ბრალდებულ ვანო ზანდარაშვილთან წარსულში ახლო ურთიერთობა დასახელდა.

სხდომაზე მოსამართლემ განმარტა, რომ მისი მხრიდან საქმის ობიექტურად წარმართვაზე ეჭვის საფუძველი არ არსებობს, თუმცა მხარეების მხრიდან გარკვეული ეჭვები რომ არ გაჩნდეს, ზანდარაშვილის საქმეს სხვა მოსამართლე განიხილავს.

მოსამართლესთან ახლო ურთიერთობა და მეზობლური კავშირი დაადასტურა თავად ბრალდებულმაც.

საქმის განხილვა ბრალდებულის მოთხოვნით ნაფიც მსაჯულებს გადაეცათ, თუმცა ნაფიცი მსაჯულების შერჩევის პირველი ეტაპი მოსამართლის აცილების მიზეზით გადაიდო.

შეგახსენებთ, თელავის პოლიციის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, ვანო ზანდარაშვილმა, გასული წლის დეკემბერში თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, 38 წლის ზურა საჩიშვილი, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სოფელ იყალთოში მოკლა.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა