გია ვოლსკი ოპოზიციაზე - ხელში იარაღი აღარ აქვთ და სასტვენიღა შერჩათ ჯერჯერობით

ხელში იარაღი აღარ აქვთ და სასტვენიღა შერჩათ ჯერჯერობით, - ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე - სპიკერი გია ვოლსკი ჟურნალისტებთან ოპოზიციის მიერ 15 მაისის აქციისთვის მზადებას და განცხადებებს „საერთო სახალხო ერთობაზე".

ვოლსკი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მხრიდან ხალხის სახელით საუბარი უხერხულია.

„სიტყვა ხალხი სადაც არის, უხერხულია, რომ ამაზე საუბრობენ ის ადამიანები, ვისაც ამ ხალხის სისხლი აქვს დაღვრილი პირდაპირი გაგებით. ახლა იმ ავადსახსენებელ 9 წელზე ნუ საუბრობთო რომ გვეუბნებიან, დღესაც ხდება, უბრალოდ ხელში იარაღი აღარ აქვთ და სატვენიღა შერჩათ ჯერ ჯერობით.

ხალხის სახელით ლაპარაკს სჯობს თავი დაანებონ. საკმაოდ მძიმე პერიოდი გამოიარა ხალხმა იმ სადისტური მმართველობის პერიოდში“, - განაცხადა ვოლსკიმ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს