“საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა რეგიონებში გასვლითი საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო.პირველი შეხვედრა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ აჭარაში გამართა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ „საქსტატიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქალაქ ბათუმში შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესკუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შედგა. შეხვედრაზე მხარეებმა ოფიციალური სტატისტიკის წარმოების ძირითადი მიმართულებები განიხილეს. ასევე, გაეცნენ საქსტატის გეგმებს, ასევე მომხმარებელთა მოთხვნები და საჭიროებები განიხილეს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრის შემდეგ, გოგიტა თოდრაძემ გაფართოებული შეხვედრა აჭარის მთავრობის წარმომადგენლებთან გამართა. შეხვედრას აჭარის მთავრობის ოთხივე მინისტრი, სსიპ-ების ხელმძღვანელი პირები, მუნიციპალიტეტების მერები, ადგილობრივი მმართველობის და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდა.

„საქსტატის“ ცნობით, შეხვედრის მთავარ მიზანს ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობისათვის „საქსტატის“ სამომავლო გეგმების გაცნობა წარმოადგენდა. ასევე მათი მოთხოვნებისა და საჭიროებების განსაზღვრა.

„საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის განცხადებით, სტატისტიკური მონაცემების გამოყენება მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს ადგილობრივ მმართველობას და თვითმმართველობას სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. ამასთან, მსგავსი ტიპის საინფორმაციო შეხვედრები უზრუნველყოფს სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებლების ინფორმირებულობას მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით.

„უმნიშვნელოვანესი სამუშაო შეხვედრა შედგა საქსტატის წარმომადგენლებთან, აჭარა ეკონომიკური აქტივობით მეორე რეგიონია, შესაბამისად, მნიშვნელოვანია სწორი და გამჭვირვალე სტატისტიკის წარმოება, რათა შემდეგ პერიოდში მოხდეს პრიორიტეტული მიმართულებების სწორი პროგრამული დაგეგმარება და დაფინანსება“,- განაცხადა შეხვედრის შემდეგ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ.

„საქსტატი“ გეგმავს კონსულტაციები გამართოს ყველა რეგიონის ადგილობრივ მმართველობასთან და თვითმმართველობებთან, რაც გულისხმობს აქტიურ დიალოგს მომხმარებლებთან, მათი მოთხოვნებისა და საჭიროებების შესწავლას ინფორმაციული ვაკუუმის შევსებას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა