მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი და ორი გუბერნატორი ქუთაისში იმყოფებიან, რომლებიც მზად არიან აქციის მონაწილეებთან დიალოგის გასაგრძელებლად

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, ქუთაისში იმყოფებიან მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი და ორი გუბერნატორი, რომლებიც მზად არიან "ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეებთან დიალოგის გასაგრძელებლად. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულები იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში, ზვიად შალამბერიძე და პარმენ მარგველიძე, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის წევრები იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში იმყოფებიან და მზად არიან, მოუსმინონ აქციის მონაწილეებს და განაგრძონ მათთან დიალოგი.

ცნობისთვის, "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეები პროტესტს აგრძელებენ. ვარლამ გოლეთიანმა დღეს განაცხადა, რომ ორი პირობა აქვთ - დიალოგისთვის შეხვდნენ პრემიერს ან მის სპეციალურ წარმომადგენელს და „გუმათჰესთან“ რკინის ბარიკადები აიღონ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა