ნინო ლაცაბიძე და ირაკლი ტაბაღუა რუსთავში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნენ

საქართველოს პარლამენტის წევრი, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე და რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნენ.

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მაჟორიტარმა დეპუტატმა და მერმა, დღეს ფალიაშვილის ქუჩაზე, თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე და 21 მიკრო რაიონში, სკვერების მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს.

ნინო ლაცაბიძე და ირაკლი ტაბაღუა, ქალაქის რამდენიმე უბანში, მრავალსართულიანი კორპუსების სადარბაზოების რეაბილიტაციის პროცესსაც გაეცნენ და მოსახლეობას შეხვდნენ.

"მინდა, ყველა რუსთაველმა იცოდეს, ჩვენს ქალაქში რა კეთდება. დღეს მე და ქალაქის მერმა შემოვიარეთ ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა საერთო ღირებულება 4 მილიონ ლარზე მეტია. აღნიშნული პროექტები ფინანსდება მუნიციპალური ბიუჯეტიდან, ასევე სამინისტრო აქტიურად არის ჩართული. კეთდება საქალაქო სკვერები, ასევე მიმდინარეობს საუბნო რეკრეაციული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია, მაგრამ ეს პროექტები არ არის მხოლოდ, არის სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც დღეს, ჩვენ ქალაქში ძალიან აქტიურ ფაზაშია. მუდმივად ვიქნები ჩართული, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობას იმაზე თუ რა კეთდება ჩვენს ქალაქში“, - განაცხადა რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ.

მერიის ცნობით, რუსთავში, ფალიაშვილის ქუჩის მიმდებარედ არსებული სკვერის რეაბილიტაცია, ივლისში დასრულდება, პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1 654 439 ლარია, თეატრის უკან მდებარე სკვერის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 1 673 572 ლარია და სამუშაოები აგვისტოში დასრულდება, რაც შეეხება 21-ე მიკრო რაიონში შიდა ეზოს სკვერის მოწყობის სამუშაოებს, მაისში დასრულდება, პროექტის ღირებულება 339 800 ლარია.

"ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით, წელს რუსთავში 52 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება, რომელთა საერთო ღირებულება 17 მილიონ ლარამდეა. მინდა სიამაყით ვთქვა, რომ ეს ძირითადად, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული მსხვილმასშტაბიანი პროექტებია, ასევე მიმდინარეობს პროექტები, რომლებიც ნაწილობრივ, საბინაო ამხანაგობების 10%-იანი თანადაფინანსებით ხორციელდება. დღეს ადგილზე გავეცანით 21-ე მიკრო რაიონში, ფალიაშვილის ქუჩაზე და თეატრის უკან მდებარე სკვერების სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ასევე მრავალსართულიანი კორპუსების სადარბაზოების რეაბილიტაციის პროცესს. წლის განმავლობაში დაგეგმილი პროექტების ნაწილი, ზაფხულში დასრულდება, ნაწილი კი დეკემბერში“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

2021 წელს, რუსთავში 52 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო